Accessibility links

logo-print

საერთაშორისო კომისიამ დაიწყო ყირგიზეთში არეულობის გარემოებათა გამოძიება


ყირგიზეთში წლევანდელი ეთნიკური დაპირისპირების გარშემო, რასაც ასეულობით ადამიანის დახოცვა მოჰყვა, გამოძიება დაიწყო საერთაშორისო კომისამ. ეუთოს ხელმძღვანელობით მოქმედი კომისია შეეცდება ნათელი მოჰფინოს ყირგიზულ უმრავლესობას და უზბეკურ უმცირესობას შორის ივნისის ძალადობის გარემოებებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა შუა აზიაში, კიმო კილიუნენმა განაცხადა, რომ კომისიას არ აქვს პოლიციის ფუნქცია და სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარების მანდატი. ივნისის შეტაკებების მსხვერპლის თანახმად, ძალადობას სათავე დაუდეს შეირაღებულმა ყირგიზებმა, რომელთა სამიზე იყვნენ უზბეკები, რომლებიც ყირგიზეთის მოსახლეობის 14 პროცენტს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG