Accessibility links

logo-print

რუსი სამხედროები სოფელ პერევიდან გავიდნენ


გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპატრამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა დაადასტურა, რუსეთის სამხედრო წარმოადგენლები სოფელ პერევიდან გავიდნენ. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი“ უტიაშვილის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ საჩხერის რაიონის ამ სოფელს უკვე სრულად აკონტროლებს საქართველოს პოლიცია. იუწყებიან ასევე, რომ სოფელში სრული სიმშვიდეა. ცნობა, რომ რუსეთის მხარე ოკუპირებულ სოფელ პერევიდან სამხედროების გაყვანას აპირებდა, გასულ ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს გავრცელდა, როცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა გააკეთა ამ შინაარსის განცხადება. მაგრამ მაშინ არ დაზუსტებულა, როდის მოხდებოდა სოფლის დეოკუპაცია.
XS
SM
MD
LG