Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი და მერკელი ემხრობიან ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას


საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, მათ სურთ ცვლილებების შეტანა ლისაბონის ხელშეკრულებაში, ევროკავშირის წევრებს შორის ბიუჯეტის დიდი დეფიციტის მქონე ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად. სარკოზიმ და მერკელმა ეს საკითხი დღეს განიხილეს საფრანგეთის ქალაქ დუვილში, იქ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ჩასვლამდე და მასთან ორდღიანი შეხვედრის დაწყებამდე. მერკელის განმარტებით, ახალი მექანიზმის შემუშავება საჭიროა ევროკავშირში კრიზისზე მეტის პასუხისმგებლობით რეაგირებისთვის - საამისოდ კი, გერმანიის კანცლერის აზრით, საჭიროა ლისაბონის ხელშეკრულების შეცვლა. რაც შეეხება მედვედევთან მოლაპარაკების დღის წესრიგს, როგორც იუწყებიან, სარკოზი და მერკელი შეეცდებიან რუსეთის პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ მოსკოვის ინტერესებშია ევროპასთან დაახლოება, უსაფრთხოების საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩათვლით.
XS
SM
MD
LG