Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი საპენსიო ასაკის გაზრდას აპირებს, მწვავე პროტესტის მიუხედავად


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს პირობა დადო, რომ განახორციელებს საპენსიო ასაკის გაზრდის გეგმას, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, რომლებსაც შეტაკებები და მასობრივი გაფიცვები ახლავს. აქციები საწვავით მომარაგების პრობლემას იწვევს. საფრანგეთის ავიაციის წარმომადგენლების განცხადებით, სამშაბათს პარიზში და პარიზიდან მიმავალი რეისების დიდი ნაწილი გაუქმდება. ოთხშაბათს საფრანგეთის სენატში გაიმართება კენჭისყრა რეფორმაზე, რომელიც საპენსიო ასაკის ამჟამინდელი 60 წლიდან 62-მდე გაზრდას ითვალისწინებს, რაც 2018 წლამდე უნდა მოხდეს. ხვალ საფრანგეთში ისევ მოელიან გაფიცვებს.
XS
SM
MD
LG