Accessibility links

logo-print

კეტრინ ეშტონი ავრცელებს განცხადებას პერევში რუსეთის ბლოკ-საგუშაგოს მოხსნის შესახებ


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - კეტრინ ეშტონი აქვეყნებს განცხადებას სოფელ პერევიდან რუსეთის ბლოკ-საგუშაგოს მოხსნის გამო: ”მივესალმები საქართველოს სოფელ პერევში რუსეთის ბლოკ-საგუშაგოს მოხსნას, როგორც ითქვა 14 ოქტომბერს, ჟენევის საერთშორისო დისკუსიების მეცამეტე რაუნდის მიმდინარეობისას და ვაფასებ ამას ადგილზე ვითარების დადებით ცვლილებად. მოუთმენლად ველი ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულებაში შემდგომ პროგრესს. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წევრებმა დაადასტურეს, რომ 18 ოქტომბერს მოხდა რუსეთის ბლოკ-საგუშაგოს დემონტაჟი. მეთვალყურეების მისიამ შეასრულა მეკავშირის როლი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, რომ ბლოკ-საგუშაგოს გატანა წესრიგის დაცვითა და მშვიდობიანად მომხდარიყო. ევროკავშირი კვლავაც სრულად უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მოვუწოდებ ყველა მხარეს გადადგან რეალური ნაბიჯები ადგილზე ვითარების შემდგომი ნორმალიზაციისთვის და კვლავაც იყვნენ ჩართული დიალოგში, რაც არის ერთადერთი საშუალება კონფლიქტის შედეგების მოსაგვარებლად, მათ შორის ჰუმანიტარული ვითარებისაც” - აღნიშნულია კეტრი ეშტონის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG