Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნეთის პარლამენტზე თავდასხმის შესახებ კომენტარს ჯერ არ აკეთებს


ჩეჩნეთის პარლამენტის შენობა

ჩეჩნეთის პარლამენტის შენობა

საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენების კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ ეტაპზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს თავად რუსეთში. გროზნოში, ჩეჩნეთის პარლამენტზე დღევანდელი თავდასხმის გამო, რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, სამართალდამცავებსა და სახელმწიფო მოღვაწეებზე თავდასხმის და იარაღის უკანონოდ ფლობის მუხლებით აღძრა. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური ინფორმაციით, გროზნის სამთავრობო კომპლექსის ტერიტორიაზე დღეს დილით შეაღწია სამმა მეამბოხემ, რომელთაგან ერთმა თავი პარლამენტის შენობასთან აიფეთქა, ორმა კი, შენობის პირველ სართულზე, სადაც მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. ამავე კომიტეტის ცნობით, დაიღუპა 2 მილიციელი და 1 სამოქალაქო პირი. დაჭრილია 17 ადამიანი, მათგან 6 მილიციელი.
XS
SM
MD
LG