Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი დაესწრება ნატოს სამიტს ლისაბონში


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, ის დათანხმდა მიწვევას ნატოს სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში ლისაბონში გაიმართება. ამ განცხადების ფონია მედვედევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სამიტის დასრულება ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ დოვილში. მედვედევმა განაცხადა ასევე, რომ მოსკოვი განიხილავს ნატოს წინადადებას, მონაწილეობა მიიღოს ევროპაში ანტასარაკეტო თავდაცვის სისტემის მომზადებაში, თუმცა, მედვედევის თქმით, რუსეთი „შეშფოთებულია“ ანტისარაკეტო სისტემის იდეით. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ წინადადების იდეის შეფასებაზე, მაგრამ თვით ნატომაც, ვფიქრობ, უნდა გაიაზროს, როგორ ხედავს ამ სისტემასთან რუსეთის მიერთებას, რა კუთხით შეიძლება შეთანხმებების მიღწევა და როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ამ წინადადების შეფასებიდან გამომდინარე, შევძლებთ პასუხის გაცემას იმაზე, თუ როგორ განვაგრძობთ მუშაობას ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან მიმართებით“, განაცხადა მედვედევმა. ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მიესალმა მედვედევის გადაწყვეტილებას სამიტზე დასწრების შესახებ.
XS
SM
MD
LG