Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა


საფრანგეთში გრძელდება გაფიცვები და დემონსტრაციები, რომლებიც მიმართულია საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. პარიზში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს ისროდნენ. ამავე საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანას. დღეისთვის დემონსტრაციები იყო დაგეგმილი საფრანგეთის 200-მდე ქალაქში, გაფიცვები აფერხებს საჰაერო, სარკინიგზო მიმოსვლას, სკოლების მუშაობას. პროტესტის ფარგლებში, ერთი კვირაა, დაკეტილი რჩება ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები და, გავრცელებული ინფორმაციით, კლიენტებს მომსახურებას ვეღარ სთავაზობს ასობით გასამართი სადგური, რომლებსაც ბანზინის რეზერვი ამოეწურათ. პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ის მაინც აპირებს საპენსიო რეფორმის განხორციელებას, რაც საპენსიო ასაკის ამჟამინდელი 60-დან 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG