Accessibility links

რუსეთის განცხადებით, პერევიდან გასვლით დაიხურა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულების საკითხი


რუსეთის განცხადებით, სოფელ პერევიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანით დასრულებულია საქართველოს შესახებ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულების საკითხი. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „დასახლებულ პუნქტ პერევიდან რუსი მესაზღვრეების პოსტის გატანით, საბოლოოდ დაიხურა მედვედევ-სარკოზის შეთანხმებების ჩვენ მიერ, თითქოსდა, შეუსრულებლობის საკითხი“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. იქვე გამოთქმულია იმედი, რომ რუსეთის მხარის ამ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ოკუპირებულ რეგიონთან საქართველოს საზღვარზე დაძაბულობის შემცირებისაკენ, მოჰყვება ადეკვატური „კონსტრუქციული“ რეაქცია როგორც საქართველოს მხრიდან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისაგან.
XS
SM
MD
LG