Accessibility links

ჩეჩნეთის პარლამენტზე მეამბოხეების თავდასხმა განხორციელდა


მეამბოხეების, სულ ცოტა, სამკაციანმა ჯგუფმა თავდასხმა მოაწყო ჩეჩნეთის პარლამენტზე. რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვის განცხადებით, უშიშროების ძალებმა სამივე მოიერიშე დახოცეს. რუსეთის მედიის ცნობით, სულ ცოტა, ერთმა თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა, ორი კი უშიშროების ძალებთან ურთიერთსროლის დროს დაიღუპა. ამასთან, თავდამსხმელემა სამი ადამიანი დახოცეს, მათ შორის ორი მცველი. დაჭრილია 17-მდე ადამიანი. კადიროვის განცხადებით, პარლამენტზე თავდასხმის დროს ყველა დეპუტატი ევაკუირებული იყო. დღესვე გროზნოში იმყოფებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რაშიდ ნურგალიევი. მან შეაქო უშიშროების ძალები და განაცხადა, რომ ასეთი „იშვიათი“ თავდასხმების მიუხედავად, ჩეჩნეთი „სტაბილური და უსაფრთხოა“.
XS
SM
MD
LG