Accessibility links

logo-print

ერაყში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა პოლიციელის სახლის აფეთქების შედეგად


ერაყის პოლიციის ცნობით, აფეთქებებმა დაანგრია პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლის სახლი, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა. იერიში ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტიკრიტში მოეწყო. პოლიციის ცნობით, იერიში მიმართული იყო პოლკოვნიკ ყაის ფარჰანის წინააღმდეგ, რომელიც დაიჭრა, კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად. დაღუპულებს შორის კი მისი შვილიც არის.
XS
SM
MD
LG