Accessibility links

logo-print

ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა


საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესწავლას განაგრძობს ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია, რომლის წევრებმა დღეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთა მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის მთელი პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა ატლანტიკური საბჭოს წევრებს განუმარტეს, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველოში საარჩევნო კოდექსის თვისობრივად შეცვლა და რა მნიშვნელობა აქვს ამ თემაზე ხელისუფლების მიერ ოპოზიციასთან მოლაპარაკების დაწყებას. ირაკლი ალასანიას განცხადებით, თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებისთვის მოამზადებს სპეციალურ ანგარიშს, რომელშიც საუბარი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამჟამინდელ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას შეერთებული შტატებისგან, როგორც პარტნიორისგან.
XS
SM
MD
LG