Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მომზადებაზე იმსჯელეს


თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მომზადებაზე იმსჯელეს დღეს ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჯიდ სამადზადე საბერმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-ირანის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.
XS
SM
MD
LG