Accessibility links

პაკისტანში 11 ადამიანი შეიწირა პოლიტიკურმა ძალადობამ


პაკისტანის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პოლიტიკური დაპირისპირებით გამოწვეული მორიგი ინციდენტის დროს. ინციდენტი სამხრეთში მდებარე ქალაქ კარაჩიში მოხდა. მისი ფონია არჩევნების დამატებით ტურთან დაკავშირებული უთანხმოება, რომელმაც უკვე 50-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG