Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი: გერმანიამ ხელი უნდა შეუწყოს თურქების ინტეგრაციას


თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა დღეს გერმანელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, პოლიტიკური სარგებლის მისაღებად ნუ გამოიყენებენ იმიგრაციის საკითხს და, ამის ნაცვლად, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში თურქების უკეთ ინტეგრირებას. ამ შინაარსის განცხადება გიულმა გერმანელ კოლეგა, კრისტიან ვულფთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ვულფი ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება თურქეთში. გასული კვირის მიწურულს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყნის ძალისხმევა, შეექმნა მულტიკულტურული საზოგადოება, სრულიად წარუმატებლად დასრულდა. გერმანიაში ხუთ მილიონამდე მუსულმანი ცხოვრობს, მათგან თურქების რიცხვი სამ მილიონს აღწევს.
XS
SM
MD
LG