Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ოპოზიციის მომხრეთა დემონსტრაცია გაიმართა


ოთხი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა ერევანში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ ორწელიწად-ნახევრის წინანდელი არჩევნების შემდეგ ძალადობისკენ წაქეზების ბრალდებით გასამართლებული 13 აქტივისტის გათავისუფლებას. 2008 წლის პირველ მარტს პოლიციამ დაარბია დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები პროტეტს უცხადებდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. შეტაკებას მაშინ ათი ადამიანი ემსხვერპლა, 250 დაშავდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დემონსტრანტებმა პოლიციას ესროლეს. ოპოზიცია ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG