Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მხარს უჭერს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში უცხოელ მეთვალყურეთა შესვლას


ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მოითხოვს, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუბრუნდნენ პოზიციებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტომდე ეკავათ. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას. მისივე თქმით, აშშ დაინტერესებულია, საერთაშორისო მეთვალყურეებს ცხინვალის რეგიონში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ, რაც ხელს შეუწყობდა დაძაბულობის შემცირებას და მოვლენათა მსვლელობის უკეთ შეფასებას. ტონერმა დასძინა, რომ ევროპის კავშირის მეთვალყურეთა დასადგენია ის, თუ, სოფელ პერევიდან გასვლის შემდეგ, რამდენად ასრულებს რუსეთი საქართველოს პრეზიდენტთან მიღწეულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG