Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის ოფიციალური უწყება პარლამენტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორებს ასახელებს


ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პარლამენტზე თავდასხმა ”ახალმა ბანდფორმირებამ” განახორციელა, რომელსაც ჰუსეინ გაკაევი ხელმძღვანელობს. "გაკაევი ცოტა ხნის წინ დოკუ უმაროვის დაქვემდებარებიდან გამოვიდა და ექსტრემისტთა უმრავლესობა გადაიბირა. გაკაევმა თავდასხმა სახელის მოხვეჭის გამო განახორციელა", - ნათქვამია ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა პარლამენტზე თავდასხმაში გუშინ ახმედ ზაკაევი დაადანაშაულა. კადიროვის ბრალდება ახმედ ზაკაევმა გუშინვე უარყო.
XS
SM
MD
LG