Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი მზად არის, არმიაში მიიღონ ჰომოსექსუალები


შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ, ამ უწყების ისტორიაში პირველად, გამოაცხადა, რომ მზად არის, განიხილოს სამხედრო სამსახურის მსურველ იმ პირთა კანდიდატურებიც, ვინც საჯაროდ აცხადებს, რომ ჰომოსექსუალია. ეს განცხადება სამშაბათს გაკეთდა მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში ფედერალურმა მოსამართლემ დაავალა სამხედრო უწყებას, ბოლო მოუღოს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ჯარში შესვლის მსურველი, თუ ჰომოსექსუალია, ამის შესახებ საჯაროდ არ უნდა აცხადებდეს. ეს წესი 17 წელია მოქმედებს. მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა სამშაბათს დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება წესის გაუქმების თაობაზე. მისი განმარტებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკუთარ ჰომოსექსუალობაზე საჯაროდ საუბრის აკრძალვა შეერთებული შტატების კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG