Accessibility links

logo-print

ავღანეთში გააუქმეს საარჩევნო ბიულეტენების თითქმის მეოთხედი


ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის განცხადებით, მან გააუქმა 1,3 მილიონი საარჩევნო ბიულეტენი გასული თვის საპარლამენტო არჩევნებიდან გაყალბების, ან საარჩევნო დარღვევის გამო. საქმე ეხება საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობის - 5,6 მილიონი ბიულეტენის - თითქმის მეოთხედს. ავღანეთში 18 სექტემბერს გაიმართა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების გასაჩივრების კომისიაში შესულია 4000-ზე მეტი საჩივარი, რის გამოც კენჭისყრის საბოლოო შედეგები შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა არ იყოს ცნობილი. 2500-ზე მეტი კანდიდატი ცდილობდა ავღანეთის პარლამენტის ქვედა პალატის 249 მანდატის მოპოვებას.
XS
SM
MD
LG