Accessibility links

logo-print

ჩეხეთში ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს ოთხ მამაკაცს, ბოშების ოჯახზე თავდასხმის გამო


ჩეხეთში სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ოთხ მემარჯვენე ექსტრემისტს, რომლებიც დამნაშავედ ცნო გასულ წელს ბოშების ოჯახზე მოწყობილ თავდასხმაში. ოთხივე მამაკაცს წაყენებული ჰქონდა რასობრივი სიძულვილით მოტივირებული მკვლელობის მცდელობის ბრალდება. ქალაქ ოსტრავის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ მსჯავრდებულს 22-22 წლით, ერთს კი 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. მათ დაეკისრათ ასევე ფულადი ჯარიმა - 957 000 დოლარის გადახდა დაზარალებული ოჯახისა და სადაზღვევო კომპანიისათვის. გასული წლის აპრილში ოთხმა მამაკაცმა აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები შეაგდო სახლში, რომელშიც ბოშები ცხოვრობდნენ. შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის 2 წლის გოგონა, რომელმაც მძიმე დამწვრობები მიიღო. ჩეხეთში, რომლის მოსახლეობაც 10,5 მილიონს შეადგენს, 300 000-მდე ბოშა ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG