Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი მკვეთრად ამცირებს საჯარო სექტორისთვის განკუთვნილ ხარჯებს


ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ ჯორჯ ოსბორნის განცხადებით, მთავრობა აპირებს საჯარო სექტორისთვის განკუთვნილი ხარჯების მკვეთრად შეკვეცას - საქმე ეხება ყველაზე მკვეთრად შემცირებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რასაც ხარჯების დასაზოგი ხუთწლიანი გეგმა ითვალისწინებს. ოსბორნის განმარტებით, მან გასცა დავალება 2015 წლამდე 83 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (თითქმის 131 მილიარდი დოლარის) დაზოგვის თაობაზე. ეს ნაბიჯი მოასწავებს საჯარო სექტორში თითქმის ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილის გაუქმებას, ისევე როგორც სოციალური დახმარების შეკვეცას. ოსბორნის განცხადების ფონია ცნობა, რომ სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ბრიტანეთის საჯარო სექტორში დეფიციტის მოცულობამ. ოფიციალური ინფორმაციით, დეფიციტი 20,7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (32,5 მილიარდ დოლარს) აღწევს.
XS
SM
MD
LG