Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა უარყო ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ დაკავებული ისრაელის მოქალაქეები საქართველოში მან მოიწვია


პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უარყო, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული ისრაელის მოქალაქეები საქართველოში პირადად მისი მოწვევით იმყოფებოდნენ. ინფორმაცია გილაურის მიერ ბიზნესმენთა მიწვევის შესახებ, დაკავებულთა ადვოკატმა გაავრცელა. ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები ფუქსი და ფრენკელი ქართველმა სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ ბათუმში დააკავეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG