Accessibility links

logo-print

საქართველოს პოზიცია უცვლელია ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებების კომენტარისგან საქართველოს მთავრობაში თავს იკავებენ. პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნიკო მჭედლიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს დღეს მხოლოდ ის განუცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისადმი საქართველოს პოზიცია უცვლელია და მხარდაჭერის სანაცვლოდ პირობად რჩება მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება. მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ პერევიდან რუსი სამხედროების გასვლა საქართველოს მხარდაჭერის საპირწონე არავითარ შემთხვევაში არ იქნება.
XS
SM
MD
LG