Accessibility links

შესაძლოა, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების პროცესი ერთი წლის განმავლობაში დასრულდეს


აშშ და რუსეთი აღიარებენ, რომ აუცილებელია კრეატიული გადაწყვეტილებები, რათა საქართველოში არსებულმა სიტუაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ინტეგრაცია არ შეაფერხოს - ამის შესახებ, როგორც სააგენტო რია-ნოვოსტი იუწყება, დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ლორენს სამერსმა. რუსეთის მთავრობის პირველ ვიცე-პრემიერთან შუვალოვთან შეხვედრის შემდეგ, სამერსმა აღნიშნა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესი შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში დასრულდეს, თუმცა, ზეიმი ჯერჯერობით ნაადრევია. პრეზიდენტ ობამას მრჩევლის განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გარკვეული ურთიერთგაგება უკვე არსებობს და თუ დოკუმენტაციის საკითხი დადებითად გადაწყდება, აშშ მხარს დაუჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. სომერსის თქმით, რუსეთის მიღებას ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება, თუმცა, აშშ-ის ხმა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მასზე ორიენტირებულნი არიან სხვა ქვეყნებიც.
XS
SM
MD
LG