Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაასრულა სმოლენსკთან აპრილში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება


რუსეთის განცხადებით, მან დაასრულა ქალაქ სმოლენსკთან აპრილში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება. საქმე ეხება კატასტროფას, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და, მასთან ერთად, 95 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. განცხადება გამოძიების დასრულების შესახებ დღეს გააკეთა ავიაციის სახელმწიფოთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოლეგ ერმოლოვმა. მისი თქმით, მთელი ინფორმაცია გამოქვეყნდება რამდენიმე თვეში, როცა დასრულდება მუშაობა გამოძიების შედეგებთან დაკავშირებულ კომენტარებზე, რომლებიც შესაძლოა, პოლონეთის მხარემ გააკეთოს. რუსეთში გამოძიების დასრულების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, პოლონეთის მთავარ გამომძიებელს გადასცეს 200-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც ასახულია გამოძიების შედეგები. თვითმფრინავი, რომელშიც პოლონეთის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მიმდინარე წლის 10 აპრილს ჩამოვარდა ქალაქ სმოლენსკთან.
XS
SM
MD
LG