Accessibility links

logo-print

რუსეთში შეიმუშავეს 60 მილიარდი დოლარის ღირებულების პრივატიზაციის გეგმა


რუსეთის მთავრობამ დღეს პრივატიზაციის 5-წლიანი გეგმა შეათანხმა, რომლის მოცულობაც 60 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. გეგმა სახელმწიფო წილის გაყიდვას მოიტანს ისეთ კომპანიებში, როგორიც "როსნეფტია". პირველი ვიცე-პრემიერის, იგორ შუვალოვის განცხადებით, მთავრობამ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მხოლოდ პრეზიდენტ მედვედევის თანხმობაა საჭირო. შუვალოვის თქმით, სულ 900 კომპანიის პრივატიზაცია მოხდება. გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობის კომპანიაში, "როსნეფტში", კიდევ 15 პროცენტიან წილს გაყიდის და 2015 წლის შემდეგ მაკონტროლებელ ჰოლდინგსაც დათმობს. ამასთან, შუვალოვის თანახმად, სახელმწიფო წილის შემცირება ისეთ დიდ კომპანიებსაც შეეხება, როგორებიცაა ბანკები „ვითიბი“ და „სბერბანკი“, რკინიგზის სახელმწიფო კომპანია და შესაძლოა „აეროფლოტიც“.
XS
SM
MD
LG