Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოუწოდებს უკრაინას დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები


ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს მკაცრად დაიცვას ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს მედიის თავისუფლება. ბრიუსელი აცხადებს, რომ ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობა კიევის შემდგომ მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის წევრის - შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება ”უკრაინაში ძირითადი თავისუფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევების შესახებ მრავალრიცხოვანი ინფორმაციის” გამო. კიევის მიმართ კრიტიკა ბრიუსელიდან გამოითქვა ევროკავშირი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, რომელიც ორშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG