Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ზაქარია ქუცნაშვილი


არასამთავრობო ორგანიზაციის ”კანონი ხალხისათვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კანონი ხალხისათვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი

21 ოქტომბერს, რადიო ”თავისუფლების” დილის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ”კანონი ხალხისათვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი. აგვისტოს თვიდან ამოქმედდა იურიდიული სერვისი, რომელიც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახალი იურიდიული სერვისით სარგებლობას სთავაზობს. როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა დილის ეთერში საუბრისას თქვა, ორგანიზაციამ შეიმუშავა ემიგრაციაში მყოფთა ისეთი იურიდიული მომსახურების სახეები, რომლებიც ემიგრანტებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. კერძოდ, ისეთი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა, განათლების მიღება, მოქალაქეობისა და საპენსიო საკითხები, ქორწინება, გადაადგილებისა და სხვა უფლებების მოპოვება: ”მსგავსი პრობლემების მოგვარება საკონსულოებს ევალებათ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საკონსულოების რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ მცირეა, ცხადია, რომ ისინი ემიგრანტთა პრობლემების გადაჭრას დროულად და სრულყოფილად ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, საკონსულოები, როგორც წესი, დედაქალაქებში მდებარეობს, ემიგრანტებს კი დედაქალაქამდე მისასვლელად ხანდახან საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა უწევთ, რისი შესაძლებლობაც ხშირად მათ არა აქვთ”, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.
XS
SM
MD
LG