Accessibility links

სობიანინი მოსკოვის მერის თანამდებობაზე დაამტკიცეს


მოსკოვის საქალაქო საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი სობიანინი რუსეთის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე დაამტკიცა. ქალაქის საბჭომ, რომელშიც ადგილების უმეტესობა პუტინის მმართველ პარტიას, „ედინაია როსიას“ ეკუთვნის, დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი სობიანინს. ის შეცვლის იური ლუჟკოვს, რომელმაც მოსკოვის მერის პოსტზე 18 წელი გაატარა. ლუჟკოვი პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კორუპციის ბრალდებით გაათავისუფლა თანამდებობიდან. 52 წლის სობიანინმა განაცხადა, რომ ის შეებრძოლება კორუპაციას, არანორმალურ ბიუროკრატიას და არაეფექტიან მმართველობას.
XS
SM
MD
LG