Accessibility links

ევროპის პარლამენტმა "სახაროვის პრემია" კუბელ დისიდენტს მიანიჭა


ევროპის პარლამენტმა დღეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში თავისი პრემია, რომელიც სახაროვის სახელს ატარებს, მიანიჭა კუბელ დისიდენტს გუიერმო ფარინასს. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, იერჟი ბუზეკმა განაცხადა, რომ ფარინასი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და პოლიტიკური დისიდენტია, რომელიც მზად იყო თავი გაეწირა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, როგორც ზეწოლის საშუალებით, კუბაში ცვლილებებისთვის მიეღწია. 48 წლის ფარინასმა თერთმეტ-ნახევარი წელი გაატარა საპატიმროში და 23 შიმშილობა გამოაცხადა. 50 ათასი ევროს ოდენობის პრემიას ლაურეატს 15 დეკემბერს, სტრასბურგში გადასცემენ.
XS
SM
MD
LG