Accessibility links

logo-print

საფრანგეთში დემონსტრატებმა მარსელის აეროპორტთან მისასვლელი გადაკეტეს


საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა დღეს მცირე ხნით გადაკეტეს მარსელის აეროპორტთან მისასვლელი გზა. საპენსიო ასაკის გაზრდის რეფორმის საწინააღმდეგო დემონსტრაციები საფრანგეთში გრძელდება. ბენზინის გასამართი სადგურების მეოთხედი არ მოქმედებს, რადგან დემონსტრანტებმა გადაკეტეს ნავთობმწარმოებელი ქარხნები და საწვავის საცავები. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს შეუერთდნენ სტუდენტები, რასაც ახლდა ძალადობრივი გამოსვლები პარიზის გარეუბნებში და ლიონში ამ კვირის დასაწყისში. პროფკავშირებს სურს, მთავრობამ უკან წაიღოს თავისი კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, მაგრამ პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ არ აპირებს დოკუმენტის უკან წაღებას, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხარჯების და ვალების შემცირებისთვის. სენატმა დოკუმენტს ამ კვირის ბოლოს უნდა უყაროს კენჭი.
XS
SM
MD
LG