Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვში აფხაზეთთან ურთიერთობის განვითარებაზე იმსჯელეს


რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მოსკოვის მიერ აღიარებულ აფხაზეთთან ურთიერთობის განვითარებაზე იმსჯელა. დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინი და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ განსახილველ საკითხთა შორის იყო მოსკოვის და სოხუმის შეთანხმება, კაპიტალდაბანდების ურთიერთდაცვას შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებში მიიჩნევენ, რომ ამ შეთანხმების რეალიზაცია ინვესტორებს ხანგრძლივად სტაბილურ გარემოს შეუქმნის და ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
XS
SM
MD
LG