Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს


ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ საქართველოს პრეზიდენტს და მთავარობას მოუწოდა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ. თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაუაზრებლად წარდგენილი პროექტი ”თეთრი ლაქებით და შავი ხვრელებით სავსე დოკუმენტია". თარგამაძის შეფასებით, ”გასაგებია, რომ ქვეყნის ხელისუფლება კარგად ცურავს, მაგრამ თუ კაბინეტებში დროულად არ დაბრუნდებიან და ბიუჯეტს სერიოზულად არ მიუდგებიან, ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდება”.
XS
SM
MD
LG