Accessibility links

logo-print

ნატოში აშშ-ისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან


საქართველოში იმყოფებიან ნატოში ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები და აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, რომლებიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალიანსში ლიტვის ელჩმა ლინას ლინკევიჩიუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო-რუსეთის დიალოგის ალტერნატივას ვერ ხედავს, რადგან სწორედ ჩართულობა იქნება საუკეთესო გზა პრობლემათა გადასაჭრელად. ”მართლია, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ნატოში გასაწევრიანებლად ყველაფერს აკეთებს”, - აღნიშნა ლიტველმა დიპლომატმა. მან ავღანეთის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილე ექსპერტებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ნატოში ბალტიისპირეთის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ლისაბონის სამიტზე საქართველოს მხარს მაქსიმალურად დაუჭერენ.
XS
SM
MD
LG