Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვაჭრეთა განცხადებით, დღეს ლილოს ბაზრობაზე ათობით მაღაზია დალუქეს


არეულობა იყო დღეს თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც მოვაჭრეთა განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ათობით მაღაზია დალუქა. სხვა მაღაზიების მფლობელთა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა და მთავრობის საგადასახადო პოლიტიკისადმი უკმაყოფილების ნიშნად და ფიქსირებული გადასახადის დაწესების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია დაიწყო. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, ბაზრობის დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოვაჭრეებს და ჟურნალისტებს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ნაცემია ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომელი და დამტვრეულია ინტერნეტ-ტელევიზია ITV-ის ვიდეოკამერა. უთანხმოება მოხდა დაცვის თანამშრომლებსა და ეროვნული ფორუმის ლიდერებს შორისაც, ამ ორგანიზაციის წევრი ზაზა ჩაკვეტაძე კი, დაკავებულია. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ლილოს ბაზრობაზე მაღაზიების დალუქვა უარყო.
XS
SM
MD
LG