Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამშვიდობო საბჭოს სურს საუდის არაბეთისგან დახმარება


ავღანეთის მთავრობის მიერ ახლახან შექმნილ სამშვიდობო საბჭოს სურს საუდის არაბეთმა ითამაშოს როლი თალიბანთა შერიგების საქმეში. ყიამუდინ კაშაფმა, 70-წევრიანი საბჭოს წარმომადგენელმა, თქვა, რომ საუდის არაბეთი კარგი ადგილი იქნებოდა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, საუდის არაბეთის მეფეს, აბდულას შეეძლო მასში ჩართულიყო და წამყვანი როლი ეკისრა მოლაპარაკებაში, თუკი ახლანდელი შეხვედრები ჩაიშლებოდა. ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ უკვე აწარმოა გარკვეული მოლაპარაკება თალიბანის ზოგიერთ მეთაურთან, თუმცა თალიბანი უარყოფს, მოლაპარაკებაში მათი წარმომადგენლის მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG