Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი: ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ გზა მხოლოდ მოლაპარაკებაა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ პალესტინელებისა და ისრაელის მოლაპარაკების ჩიხიდან გამოყვანის „მაგიური ფორმულა“ არ არსებობს, მაგრამ დიდი მუშაობით შეიძლება მიღწეული იქნეს შეთანხმება. პალესტინელთა ჯგუფთან შეხვედრაზე კლინტონმა თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუცა და პალესტინელთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასიც მომხრე არიან კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნით მოგვარებისა. პალესტინელებმა მოლაპარაკება მიატოვეს მას მერე, რაც ისრაელმა განაახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობა. ეს მოხდა აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკების დაწყებიდან ორ თვეზე ნაკლებში.
XS
SM
MD
LG