Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პროფკავშირები მორიგი გაფიცვებისთვის ემზადებიან


საფრანგეთში ერთ-ერთი უდიდესი პროფკავშირი გამოვიდა მოწოდებით, მომავალ კვირაშიც მოეწყოს მასშტაბური გაფიცვა, მიმართული საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ. ხელისუფლების გეგმას, ამჟამინდელი 60 წლიდან 62 წლამდე გაზარდოს საპენსიო ასაკი, უკვე ათი დღეა ახლავს საპროტესტო აქციები, გაფიცვები და ბლოკადა საწვავის საცავებთან, რაც საწვავის დეფიციტს იწვევს. მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციებს სტუდენტები შეუერთდნენ, იყო ძალადობის შემთხვევებიც. პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი უარს ამბობს უკან დახევაზე, რადგან, მისი განმარტებით, რეფორმას საკვანძო მნიშვნელობა აქვს უზარმაზარი დეფიციტის შესამცირებლად. საფრანგეთის სენატში კვირის მიწურულს გაიმართება გადამწყვეტი კენჭისყრა საპენსიო ასაკთან დაკავშირებული რეფორმის პროექტზე.
XS
SM
MD
LG