Accessibility links

logo-print

ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე წუხელ მომხდარი აფეთქების დეტალები ჯერ დაუზუსტებელია


თბილისში, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის მიწისქვეშა გადასასვლელში წუხელ მომხდარი აფეთქების დეტალები ჯერ დაუზუსტებელია. როგორც "ინტერპრესნიუსი" შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, დაუდგენელია, წუხელ რა აფეთქდა. უტიაშვილის თქმით, გამოძიებას პოლიცია აწარმოებს. ე.წ. ბორჯომის ვაგზლის მიწისქვეშა გადასასვლელში აფეთქება წუხელ, დაახლოებით, 22:30 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორია, ჩამსხვრეულია შენობების მინები. დაშავებულებები არ არიან. ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსი” იუწყება, ზოგიერთი წყაროს ინფრომაციით, აფეთქება ორჯერ, ერთი საათის ინტერვალით მოხდა.
XS
SM
MD
LG