Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგებს, სავარაუდოდ, დაზღვევის თანადაფინანსებას შესთავაზებენ


პედაგოგების ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებაზე გადასვლის გადაწყვეტილებას, დღეს ”ქრისტიან-დემოკრატები” პედაგოგებთან შეხვედრაზე გააპროტესტებენ. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართება. როგორც საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებში" აცხადებენ, აქამდე სახელმწიფო პედაგოგების ჯანმრთელობის დაზღვევას სრულად, 100 პროცენტით ანაზღაურებდა, ახლა კი მთავრობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ 70% აანაზღაუროს და პედაგოგებს 30%-იანი თანადაფინანსება შესთავაზოს. "ქრისტიან-დემოკრატების" შეხვედრა თბილისის სკოლების პედაგოგებთან 12:00 საათზე გაიმართება. პედაგოგების დაზღვევის დაფინანსება მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებებიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უნდა გადავიდეს. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში პედაგოგების დაზღვევის მუხლში თანხები აღარ არის მითითებული. საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტში კი აცხადებენ, რომ დაზღვევა არ გაუქმდება, თუმცა, დეტალები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტი პარლამენტს განსახილველად დაუბრუნდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს 5 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნდეს. ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი ოპოზიციის მსგავსად არც უმრავლესობის წევრებს მოსწონდათ.
XS
SM
MD
LG