Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში სამი ექსტრემისტი მოკლეს


ტაჯიკეთის უშიშროების ძალებისა და პოლიციის განცხადებით, მათ სამი ექსტრემისტი მოკლეს და სამი დააკავეს. ოპერაციები ორ რეგიონში განხორციელდა. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთი ექსტრემისტი მოკლეს და სამი შეიპყრეს რაშტის ხეობაში, რომელიც დედაქალაქის აღმოსავლეთით, 180-მდე კილომეტრში მდებარეობს. ორი ექსტრემისტი კი ჩრდილოეთში მდებარე სოღდის რეგიონში მოკლეს, როცა დაპატიმრების მცდელობას მათი მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა.
XS
SM
MD
LG