Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვი საქართველოს ადანაშაულებს ჩეჩენი ექსტრემისტების მხარდაჭერაში


ჩეჩნეთის პრეზიდენტი საქართველოს მეამბოხეთა დახმარებაში ადანაშაულებს. რამზან კადიროვმა, როგორც მისი პრეს-სამსახური იუწყება, დღეს გროზნოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა მორალური და ფინანსური მხარდაჭერა ამჟამად საკმაოდ მცირეა და თითქმის ერთადერთი წყარო, რომელიც მათ ეხმარება საქართველოა. ჩეჩნეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საქართველოში მიმდინარეობს ახალგაზრდების დაქირავება და მათ შემდეგ ჩეჩნეთში გზავნიან. ”არსებობენ უდუგოვის და ზაკაევის მსგავსი არამზადები, რომლებიც საქართველოში და ინგლისში ცხოვრობენ და მხარდაჭერით სარგებლობენ”, - განაცხადა კადიროვმა.
XS
SM
MD
LG