Accessibility links

logo-print

ლილოს ბაზრობაზე დაკავებულ ეროვნული ფორუმის წევრს - ზაზა ჩაკვეტაძეს - დღეს ადვოკატი შეხვდა


ეროვნული ფორუმის წევრი ზაზა ჩაკვეტაძე, რომელიც ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხუთშაბათს გამართული საპროტესტო აქციისას დააკავეს, შსს-ს ე.წ. ”მოდულის” შენობის წინასაწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას დღეს შეხვდა ადვოკატი სულხან კალანდაძე, რომლის განმარტებით, ზაზა ჩაკვეტაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. ადვოკატის ცნობით, ეროვნული ფორუმის წევრი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დაპირისპირება მოხდა ბაზრობის კერძო დაცვის თანამშრომლებთან და არა სახელმწიფო მოხელეებთან, როგორც ეს დაკავების ოქმშია აღნიშნული.
XS
SM
MD
LG