Accessibility links

logo-print

მომავალ კვირაში გაიმართება აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა


მომავალ კვირაში გაიმართება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად. სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ადმინისტრაციის განცხადებით, სარქისიანი 27 ოქტომბერს, ასტრახანში შეხვდება რუს და აზერბაიჯანელ კოლეგებს, დმიტრი მედვედევსა და ილჰამ ალიევს. ბოლო ასეთი სამმხრივი შეხვედრა 17 ივნისს გაიმართა სანქტ პეტერბურგში.
XS
SM
MD
LG