Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორები დამატებით ექვსი წლით პატიმრობას მოითხოვენ მიხაილ ხოდორკოვსკისთვის


რუსეთში პროკურორებმა დამატებით ექვსი წლით პატიმრობა მოითხოვეს ყოფილ კომპანია „იუკოსის“ ხელმძღვანელ მიხაილ ხოდორკოვსკისა და მისი ბიზნესპარტნიორის, პლატონ ლებედევისთვის. ხოდორკოვსკისა და ლებედევის ამჟამინდელ, მეორე სასამართლო პროცესზე პროკურორებმა ჯერ მოითხოვეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ მოგვიანებით განმარტეს, რომ სურთ, ეს 14 წელი მოიცავდეს რვაწლიან პატიმრობას, რომელსაც ამჟამად იხდიან ხოდორკოვსკი და ლებედევი და რომელიც 2011 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. ხოდორკოვსკისა და ლებედევს 2005 წელს მიუსაჯეს რვა წლით პატიმრობა თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებების საფუძველზე. ოპონენტები ირწმუნებიან, რომ მათი გასამართლება პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ხოდორკოვსკი სინამდვილეში იმის გამო დასაჯეს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებდა. 2003 წელს დაპატიმრების დროს, ხოდორკოვსკი რუსეთში უმდიდრესი ადამიანი იყო და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ მეტოქედ ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG