Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის პრეზიდენტი საქართველოს მეამბოხეთა დახმარებაში ადანაშაულებს


ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრეზიდენტი საქართველოს მეამბოხეთა დახმარებაში ადანაშაულებს. რამზან კადიროვმა, როგორც მისი პრეს-სამსახური იუწყება, დღეს გროზნოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა მორალური და ფინანსური მხარდაჭერა ამჟამად საკმაოდ მცირეა და თითქმის ერთადერთი წყარო, რომელიც მათ ეხმარება საქართველოა. ჩეჩნეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საქართველოში მიმდინარეობს ახალგაზრდების დაქირავება და მათ შემდეგ ჩეჩნეთში გზავნიან. ”არსებობენ უდუგოვის და ზაკაევის მსგავსი არამზადები, რომლებიც საქართველოში და ინგლისში ცხოვრობენ და მხარდაჭერით სარგებლობენ”, - განაცხადა კადიროვმა.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ჩეჩნეთის პრეზიდენტს ურჩია, საქართველოსა და მეამბოხეების კავშირზე ფაქტებით ისაუბროს. იაკობაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები სიახლე არ არის და ამჯერად, სჭირდებათ, რომ ე.წ. დაწყნარებულ ჩეჩნეთში არსებული ვითარების გამო ვინმე დაადანაშაულონ.
XS
SM
MD
LG