Accessibility links

logo-print

"დიდი ოცეულის" ფინანსთა მინისტრები ვალუტის დევალვაციის ირგვლივ მსჯელობენ


"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების საფინანსო უწყებათა წარმომადგენლები ვალუტის გაცვლითი კურსის ირგვლივ არსებულ დაძაბულობაზე და ეკონომიკურ დისბალანსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსალაპარაკებლად სამხრეთ კორეაში არიან შეკრებილნი. თუმცა, როგორც იუწყებიან, შეხვედრის პირველ დღეს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია. შეხვედრის ფონია გავრცელებული ვარაუდი, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ექსპორტის ინტენსიფიკაციის მიზნით თავიანთი ვალუტის კურსს ხელოვნურად ამცირებენ, „სავალუტო ომია“ მოსალოდნელი. სამ კვირაში სეულში დიდი ოცეულის სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების შეხვედრა გაიმართება.
XS
SM
MD
LG