Accessibility links

logo-print

საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა საპენსიო ასაკის გაზრდის ინიციატივა


საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა საპენსიო რეფორმა, რომელიც პენსიაზე გასვლის ასაკს 62 წლამდე ზრდის - მიუხედავად იმ საპროტესტო აქციებისა და გაფიცვებისა, რომლებიც ამ ინიციატივის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სენატმა რეფორმა 177 ხმით 153-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ინიციატივას ჯერ კიდევ ესაჭიროება პარლამენტის ორივე პალატის თანხმობა. მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმა ვალებში გახვეული საპენსიო სისტების კოლაფსისგან დასახსნელად არის საჭირო - პროფკავშირები კი მიიჩნევენ, რომ 60 წლის ასაკში პენსიაზე გასვლა მუყაითი მუშაობით მოპოვებული უფლებაა. უფრო ადრე, საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეტაკებები მოუხდათ პოლიციასთან, პარიზის სიახლოვეს მდებარე საწვავის გადამამუშავებელი ქარხნის შენობის წინ. იქ პოლიციამ დაშალა გაფიცვაზე მყოფი მუშა-მოსამსახურეების აქცია. საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ძლიერი გამოწვევაა, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით გამოცხადებულ საბიუჯეტო შემცირებას ჯერჯერობით შეხვდა.
XS
SM
MD
LG