Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მძიმედ დაიჭრა ნიუ-იორკ ტაიმსის კორესპონდენტი


ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობის ცნობით, შაბათს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად დანიელი ჯარისკაცი დაიღუპა. მძიმედ დაიჭრა ნიუ-იორკ ტაიმსის ფოტოკორესპონდენტი. 44 წლის ჟოაო სილვა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ყანდაარის პროვინციაში შაბათს ნაღმზე აფეთქდა. ჟურნალისტი ახლდა ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც თალიბების წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას ახორციელებენ. ფეხში დაჭრილი ფოტოკორესპონდენტი ყანდაარის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG